понедельник, 1 июля 2019 г.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა " წერილობითი წყაროებისადმი მოსწავლეთა დამოკიდებულებებისა და სათანადო უნარ-ჩვევების კვლევა XI კლასელებში"


ისტორიის საგნის სწავლებისას წერილობით წყაროებთან მუშაობა აქტუალური საკითხია, თუნდაც იმიტომ, რომ მოსწავლეთა აზროვნების განვითარება ითხოვს ძიებას, შემეცნებას, კრიტიკული კითხვების დასმას, წარსულის რეკონსტრუქციას, ხოლო ეს ყველაფერი კარგად ვლინდება წერილობით წყაროებზე მუშაობის გზით.

ჩემ მიერ ჩატარებულ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაში ასახულია მეთერთმეტე კლასის მოსწავლეთა დამოკიდებულებები საგაკვეთილო პროცესში ისტორიულ წყაროებზე მუშაობის შესახებ, თუ რა სირთულეებს აწყდებიან მოსწავლეები წყაროებზე მუშაობის დროს და როგორ, რა მეთოდებითა და ხერხებით არის შესაძლებელი ამ სირთულეების აღმოფხვრა. ცალკე თავში მოცემულია კვლევითი უნარების გაუმჯობესების ის პრაქტიკული მეთოდები/ინტერვენციები, რომლებიც შევიმუშავე ბლუმის ტაქსონომიაზე დაყრდნობით და ვიყენებდი ისტორიის გაკვეთილებზე სასწავლო წლის განმავლობაში


Комментариев нет:

Отправить комментарий