понедельник, 1 июля 2019 г.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა " წერილობითი წყაროებისადმი მოსწავლეთა დამოკიდებულებებისა და სათანადო უნარ-ჩვევების კვლევა XI კლასელებში"


ისტორიის საგნის სწავლებისას წერილობით წყაროებთან მუშაობა აქტუალური საკითხია, თუნდაც იმიტომ, რომ მოსწავლეთა აზროვნების განვითარება ითხოვს ძიებას, შემეცნებას, კრიტიკული კითხვების დასმას, წარსულის რეკონსტრუქციას, ხოლო ეს ყველაფერი კარგად ვლინდება წერილობით წყაროებზე მუშაობის გზით.

ჩემ მიერ ჩატარებულ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაში ასახულია მეთერთმეტე კლასის მოსწავლეთა დამოკიდებულებები საგაკვეთილო პროცესში ისტორიულ წყაროებზე მუშაობის შესახებ, თუ რა სირთულეებს აწყდებიან მოსწავლეები წყაროებზე მუშაობის დროს და როგორ, რა მეთოდებითა და ხერხებით არის შესაძლებელი ამ სირთულეების აღმოფხვრა. ცალკე თავში მოცემულია კვლევითი უნარების გაუმჯობესების ის პრაქტიკული მეთოდები/ინტერვენციები, რომლებიც შევიმუშავე ბლუმის ტაქსონომიაზე დაყრდნობით და ვიყენებდი ისტორიის გაკვეთილებზე სასწავლო წლის განმავლობაში


суббота, 17 декабря 2016 г.

რეფლექსია - 9





     დღეს  მოვახდინეთ ჩვენი პორტფოლიოს შეფასება, შესწორება.  გავაკეთეთ მისი გამოქვეყნება, ჩავატარეთ პრეზენტაცია, გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები ჩატარებული პრეზენტაციების ირგვლივ. დღემ საინტერესოდ ჩაიარა. მადლობელი ვარ 
კოლეგიალობის და ტრენერის მონდომების.

სასწავლო პროექტის პორთტფოლიო



პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

რეფლექსია - 8





ვიმუშავეთ პროექტის  გეგმის ზოგიერთ საკითხზე, ძირითადად დავასრულეთ პროექტის გემაზე მუშაობა ვისწავლეთ ელექტრონული მეთოდებით გამოკითხვების ჩატარება, შევქმენით გამოკითხვის კითხვარები, გავეცანით სტატისტიკური მონაცემების ანალიზს, განვავთასეთ  მასალები ბლოგზე. 

პროექტის კითხვარიკითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

კითხვარის სანახავად გადადთ ბმულზე

воскресенье, 11 декабря 2016 г.

რეფლექსია 7




დღეს გავეცანით სხვადასხვა ტიპის ათვისების უნარების მქონე მოსწავლეთა ტიპებს და მათთან  მუშაობის მეთოდებს. ეს იყო ძლიან საინტერესო პრეზენტაცია.
ბლოკზე შევქმენით საინტერესო  გაჯეტები, ჩავატარეთ ინტერნეტ გამოკითხვა, გავაკეთეთ  პროექტის შაბლონი, ვიმუშავეთ პროექტის ზოგიერთ პუნქტზე.

პროექტის გეგმა

იხილეთ პროექტის გეგმა