суббота, 19 ноября 2016 г.

მეორე დღის რეფლექსია


       
მიმაჩნია, რომ დღევანდელი მეცადინეობა საკმაოდ სახალისო იყო, ბუკლეტის შექმნამ, ფორმის. ფერების და ა.შ  შერჩევამ ძალიან გაგვახალისა. ბუკლეტში შევიტანეთ პროექტის შესახებ საინტერესო  დეტალები. ბუკლეტი განკუთვნილი იყო მოსწავლეთათვის და ვეცადე საინტერესოდ მომეთხრო პროექტის იდეების და კონცეფციის შესახებ. პედაგოგი
ცდილობდა ყველა დეტალი კარგად გაგვეგო და გამოგვეყენებინა.

четверг, 17 ноября 2016 г.

პირველი დღის რეფლექსია

ვფიქრობ რომ ჩემი შემდგომი პედაგოგიური საქმიანობისათვის სასარგებლო უნარ-ჩვევები გამოვიმუშავე, რადგან   პროექტზე მუშაობისათვის ინტელის საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების   სწავლება დავიწყე.
ტრენინგი საკმაოდ დატვირთული იყო სიახლეებით, გავეცანით პროექტის სხვადასხვა ნიმუშებს, მოსწავლეთა მიერ შექმნილ რესურსებს, შეფასების რუბრიკებს, შევქმენით პირადი ბლოგი.